
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, III კლასმა, კლასის ხელმძღვანელთან ერთად, სასწავლო-შემეცნებითი პიკნიკი მოაწყო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება - ეს განძად ქცეული ის ჯადოსნური სიტყვებია, რომლებიც, აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებს უნდა აღმოეჩინათ.
გასვლითი ღონისძიების მთავარი მიზანი მოსწავლეებში, გარდა ურთიერთობების ჩამოყალიბება-გაღრმავებისა, ბუნებაზე საუბარი, დაკვირვება, მცენარეების აღწერა და განძისმაძიებლობა იყო.
აქტივობას მასწავლებელი ირმა ჯღარკავა უძღვებოდა.
იხილეთ ფოტოები: