
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში არაერთი აქტივობა იმართება. ამჯერად, იქ გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია მოეწყო.
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა პლაკატები, კედლის გაზეთები დაამზადეს და ბუნების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
აქტივობებში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ პოზიცია დააფიქსირეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: