არწივანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
10-06-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლითაც პატარა მოსწავლეებმა ანბანი „გააცილეს“. ისინი შემოქმედებით და საინტერესო აქტივობებში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

ღონისძიებაზე არაერთი შემოქმედებითი ნომერი გაიმართა, ბავშვებმა იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობდნენ. აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203