
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, სკოლაში ქართულ ენაში ვიქტორინა გაიმართა. მის ფარგლებში, მე-2 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს სწრაფად კითხვაში შეეჯიბრნენ. ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსიც.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ წამახალისებელი საჩუქრები და სიგელები წლის საუკეთესო, აქტიურ და კრეატიულ ბავშვებს გადაეცათ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: