
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა დააფრთიანა.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო. სასკოლო საზოგადოებამ ორ კურსდამთავრებულს - ნიკა მუშარბაძესა და გურამ ანთაძეს გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა.
მათთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მეთორმეტეკლასელებმა შესანიშნავი ღონისძიება გამართეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და მშობლიურ სასკოლო გარემოს დაემშვიდობნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბოლოს, კურსდამთავრებულები პედაგოგებმა ესკორტით გააცილეს.
იხილეთ ფოტოები: