წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი და პედაგოგები საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
10-06-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებას არასდროს წყვეტენ. ამ მიზნით კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, იზიარებენ კოლეგების საუკეთესო გამოცდილებას და აზიარებენ ცოდნას. 

ახლახან, სკოლის პედაგოგები იმყოფებოდნენ ქუთაისის კაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის XII საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციაზე - „სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“.

„XXI საუკუნეში, როგორც არასდროს ისეა საჭირო სკოლასა და უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო კავშირი, რამეთუ მათ შორის თანამშრომლობა მოზარდებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებში ზოგადი განათლების ეროვნული მიღწევის საუკეთესო საშუალებაა“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ სწორედ ამ მიზნით, 7 ივნისს, ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი აკადემიური ხარისხის დოქტორი - ფაქიზო ფანჩულიძე და სკოლის ორი მენტორი პედაგოგი - დოდო ხაჩიძე და ნინო ცხაკაია მონაწილეობდნენ ქუთაისის კაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის XII საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციაში - „სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“.

პედაგოგები, დირექტორის ხელმძღვანელობით, კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ.

იხილეთ  ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203