
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ახალხან, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღია ცისქვეშ საინტერესო და სახალისო სპექტაკლი გამართეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სომხური ენის მასწავლებლის - სუსან მკრტიჩიანის დახმარებით, სპექტაკლი ყველასთვის დიდ სიხარულად და საინტერესო სანახაობად იქცა.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, სხვადასხვა ნომერი გამართეს და ერთმანეთსა და მაყურებელს შთამბეჭდავი დღე აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: