ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვეს 
11-06-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

მათ შრომას რომ შედეგი გამოაქვს, ეს ყველაზე კარგად სწორედ მოსწავლეთა აქტიურობითა და მიღწევებით დასტურდება.

ახლახან, Vა კლასის მოსწავლეები ანა იმნაძე და მიქაელ მარგველაშვილი საქართველოს ნოდარ დუმბაძის სახელობის ახალგაზრდა ლიტერატორთა კავშირის მიერ ორგანიზებულ საქართველოს მოსწავლეთა ლიტერატურულ კონკურსში - „იქნებ ვაზია სამშობლო“ მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და კონკურსში გაიმარჯვეს, რითაც სკოლაში ძალიან ამაყობენ და მოსწავლეებს ულოცავენ. აღსანიშნავია, რომ მათი კლასის დამრიგებელი - ნანა ბენდელიანი, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მაასწავლებელი - ნესტან მჟავანაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203