
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა სასწავლო წლის მანძილზე ნასწავლი მასალა შეაჯამეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და თამრიკო მასწავლებელთან ერთად, „ანიდან ჰოემდე“, სიყვარულითა და რუდუნებით განვლილი გზა შთამბეჭდავად წარმოადგინეს
„გილოცავთ, თქვენ უკვე მეორეკლასელები ხართ!“, - მიმართა კლასის დამრიგებელმა თამარ ვაშალომიძემ მოსწავლეებს, სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და სექტემბრამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა.
იხილეთ ფოტოები: