
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.
28 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ოზურგეთის ტექნოპარკში გურიის რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით, STEM მიმართულებით (ქიმია , ბიოლოგია, ისტი) განხორციელდა პროექტი - „იდეა ქმნის მომავალს!“
პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თეკლა სოსელია, მარიამ სურგულაძე, მარიკო სიამაშვილი და ციცი სოსელია, რომელთაც ფასილიტაციას უწევდა ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელი ეკატერინა კომახიძე.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ქიმიის, ბიო-ქიმიისა და ციფრული ტექნოლოგიების უახლეს მიდგომებსა და გამოწვევებს.
2 ივნისს, დასკვნით, შემაჯამებელ შეხვედრაზე, ვაკიჯვრის საჯარო სკოლის გუნდმა - „ნიკეამ“ წარადგინა საინტერესო პროექტი „აბრეშუმის გზა“, რომელმაც საზოგადოების მოწონება დაიმსახურა და მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„კვლავაც მრავალი წარმატება ვუსურვოთ ჩვენი სკოლის ნიჭიერ მოსწავლეებს ეკა მასწავლებელთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: