ოროჯალარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს 
10-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

მათ ქართული ანბანი „გააცილეს“, რასთან დაკავშირებითაც საზეიმო ღონისძიება გამართეს. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები არმენუი პოდოსიანის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

ლამაზად გაფორმებულ კლასში პატარებმა  ქართულ ანბანზე ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და იმღერეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლამ მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა, მასწავლებელმა კი საჩუქრები გადაეცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203