
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამის დასტურია თუნდაც ისიც, რომ მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ. ამჯერად კი, სკოლის სამოქალაქო კლუბისა და თვითმმართველობის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მათ ბუნებაზე იზრუნეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები კირით შეათეთრეს.
აქტივობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო.
„ამ დღის აღნიშვნის მიზანია ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერება ბუნების მიმართ და მათი აქტიური ჩართვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში“,- სწორედ ეს გზავნილი ისმოდა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: