თბილისის N28 სკოლაში, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების მხარდაჭერით, ინტელექტუალური ჩემპიონატი გაიმართა
12-06-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებაზე, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

6 ივნისს, სკოლაში საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების მხარდაჭერით, ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ჩემპიონატის მიზანი იყო მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება,  წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება, მათი სწავლისადმი მოტივირება.

ჩემპიონატი მეცხრე კლასის გამარჯვებით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203