„პოლიმერები: საფრთხე თუ სარგებელი“ - ჩაისუბნის N2 სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
10-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, ქიმიის მასწავლებლის ნათია სურმანიძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი - „პოლიმერები: საფრთხე თუ სარგებელი“.

მოსწავლეებმა გამართეს შემაჯამებელი პრეზენტაცია და ისაუბრეს პოლიმერების საფრთხეებზე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო, შეძლებოდა მოსწავლეს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღწერა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და მათი წვლილის შეტანა ბუნების დაცვაში.

მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, რაც მათი მასწავლებლისთვის სასიხარულო და საამაყოა. 

„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს პროექტში აქტიური ჩართულობისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203