თბილისის N28 სკოლაში მოსწავლე-მასწავლებელთა ხელნაკეთი ნაკეთობებისა და კულინარიული ნაწარმის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა 
11-06-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. 

4 ივნისს, სკოლაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა და ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა ჩართულობით გამოფენა- გაყიდვა ჩატარდა.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გამოფინეს თავიანთი ხელნაკეთი ნაკეთობები და კულინარიული ნაწარმი.

განსაკუთრებით აქტიურობდნენ მეორეკლასელები მშობლებთან ერთად, ხოლო მე-6 კლასელებმა მრავალფეროვანი ნაწარმის გამოფენა- გაყიდვა სახალისო შეკითხვების გამოცნობით დაიწყეს და გამარჯვებულები ფასდაკლებებით წაახალისეს.  

შემოსული თანხა მოსწავლეებისა და მშობლების გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში გადაეცემა დიდი დიღმის მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარებს, მოსწავლეებმა დაამზადეს ბარათები-საჩუქრებით და ხელნაკეთი ნივთები საოჯახო სახლის ბენეფიციარებისთვის.

სიკეთე გადამდებია! - შესაბამისად მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი წელიწადში რამოდენიმეჯერ გამართონ მსგავსი სახის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რათა კეთილი საქმეებით დაეხმარონ იმ ადამიანებს ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. 

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს და თემის წარმომადგენლებს საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართულობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203