ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო უცხოენოვან პროექტზე იმუშავეს
10-06-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, რუსული ენის მასწავლებლის - ია ჟრენტისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მარიამ თოდუას ხელმძღვანელობით ჩატარდა პროექტი თემაზე - „ნობელის პრემიის რუსი ლაურეატები“ (Русские нобелевские лауреаты).

პროექტში მონაწილეობდნენ IX-X კლასების მოსწავლეები. პროექტი მიმდინარეობდა 7 თვის მანძილზე.

მოსწავლეებმა მოიძიეს მასალა რუსი ნობელიანტი მწერლების შესახებ, შექმნეს პოსტერები და მოაწყვეს სამუშაო კუთხე, ისაუბრეს მათი შემოქმედების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებზე.

„სწავლის კოგნიტური სტრატეგიების გამოყენებამ, როგორებიცაა: ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავება, შეჯამება, დასკვნების გამოტანა, ჩანაწერების გაკეთება, საკუთარი სწავლის პროცესის მონიტორინგი ხელი შეუწყო მოსწავლეებში ტრანსფერული უნარების განვითარებას (კომუნიკაციის,თანამშრომლობის,პრეზენტაციის)“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203