
ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა ღონისძიებაში ერთვებიან.
მათ შორის, ისინი საგნობრივ ოლიმპიადებშიც მონაწილეობენ. ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე მეხუთეკლასელი ბარბარე იეთიშია. ის „კინგსის“ ინგლისური ენის ოლიმპიადაში ასპარეზობდა, სადაც შესაძლებლობები გამოავლინა და გამარჯვებულთა შორის ღირსეული ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ბარბარე იეთიშის კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კობეშავიძე, ხოლო ინგლისური ენის პედაგოგი მაია ჟვანია გახლავთ.
საგაზაფხულო სეზონის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: