ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი თარიღები თემატურად აღნიშნეს 
10-06-2024

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც არა მხოლოდ ერთვებიან სასკოლო ღონისძიებებში, არამედ მათი ინიციატორებიც არიან.

ახლახან, სკოლაში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, მინილექცია გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. ბიოლოგიის პედაგოგმა, ელენა ბუაძემ, ისაუბრა, თუ რა უარყოფითი შედეგები მოჰყვება თამბაქოს გამოყენებას, განსაკუთრებით, მოზარდებში. საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია მოსწავლეებმაც მკაფიოდ დააფიქსირეს. 

5 ივნისს კი, სკოლაში, VII-X კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა - „ჩვენ ბუნებაში ვართ, ბუნება ჩვენშია" გაიმართა. მოსწავლეებმა იმ მცენარეების ჰერბარიუმები დაამზადეს, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი. ასევე, მათ ისაუბრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203