ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო
10-06-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. შესაბამისად გარემოსდაცვით საქმიანობაში მოზარდები აქტიურად და ხალისით არიან ჩართულნი. 

5 ივნისს, ეკოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრების ორგანიზებით ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 სკოლის ეზოში მოეწყო გამწვანების აქცია. ასევე, დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისაგან.

სკოლაში მადლობას უხდიან კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმს“, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა აღნიშნული აქტივობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203