„პროფესია თუ ჰობი“- ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობა გაიმართა
10-06-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო, შემოქმედებით და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, გამორჩეული აქტივობა - „პროფესია თუ ჰობი" პედაგოგ ირმა დევაძის სადამრიგებლო  II კლასის მოსწავლებისთვის გაიმართა. მის ფარგლებში, პატარა მოსწავლეები უფროს მეგობრებს - აჩი ჯაიანს (ტიკტოკერი, ბლოგერი, იუთუბერი, ფეხბურთელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი), ლუკა ხალვაშსა და ირაკლი სხილაძეს ( X კლასის მოსწავლეები, ჰობი - ხატვა, მუსიკა) შეხვდნენ.

კლასში სტუმრებმა თავიანთ საქმიანობაზე, გატაცებაზე, მიღწევებზე ისაუბრეს. მათ ვრცლად უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს და ისაუბრეს: ფეხბურთსა და გამოჩენილ ფეხბურთელებზე, ხეზე წვით ხატვის ხერხებზე, მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების  დაცვის წესებზე და იმაზე, თუ რა ძალა აქვს მუსიკას ადამიანისთვის.

ბავშვებმა დაათვალიერეს ნახატები, შეასრულეს ხეზე წვით ხატვა და მოისმინეს სიმღერები. გარდა ამისა, რამდენიმე აკორდი გიტარაზე დაუკრეს. აღსანიშნავი, რომ პატარებმა თავი სიმღერითა და ცეკვით წარმოიჩინეს.

მეორეკლასელები დაესწრნენ საფეხბურთო მასტერკლასს და ავტოგრაფიც მიიღეს.               

„შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რაიმე გატაცება. ის, რაც ერთი ადამიანისთვის პროფესიაა, შეიძლება მეორისთვის იყოს ჰობი. სწორედ ამ მიზნით გაიმართა აქტივობა. სამივე შეხვედრა ძალიან საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი იყო. II კლასის მოსწავლეებს დიდხანს გაჰყვებათ მიღებული ემოცია და შთაბეჭდილება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203