
ექსკურსია, ეფექტურ სასწავლო მეთოდს წარმოადგენს, რადგან ის მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა, შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის არაერთი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ეწყობა. პედაგოგები მეთოდს ხშირად მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების ფარგლებში, გიმნაზიის Vა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი თეა ხარაზიშვილი) იმყოფებოდნენ მარტყოფში.
მათ მოილოცეს მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერი, მოისმინეს ინფორმაცია წმიდა ანტონ მარტყოფელის შესახებ და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: