კაცხის საჯარო სკოლაში წლის შემაჯამებელი სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
07-06-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას დიდ ყურადღებას აქცევენ. 

ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა იმართება. ამჯერად, სკოლაში წლის შემაჯამებელი სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.

მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. ღონისძიება ემოციებით იყო დატვირთული, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და იხალისეს.

საბოლოოდ კი, გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203