ღრელის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა 
07-06-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ამჯერად, ასეთი საინტერესო გაკვეთილი სკოლის მე-5 კლასში ჩატარდა. მოსწავლეებმა პედაგოგ ნინო ივანიძის ხელმძღვანელობით, ლითონის მავთულებისგან დეკორატიული თევზი შექმნეს, რომელიც ლამაზი დეტალებით გააფორმეს.

აღნიშნულ დღეს, მათ შემოქმედებითი უნარები და ხედვა შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203