წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლის - ავთანდილ ჩანდიშვილის სპორტული წარმატება და დამსახურებული ოქროს მედლები
07-06-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტით დაინტერესბული მოსწავლეების მხარდაჭერასა მათ ხელშეწყობას, აქტიურად ჩაერთონ შეჯიბრებებში და თავიანთი შესაძლებლობები ფართო მასებს გააცნონ. 

ამჯერად, სკოლა ამაყია გაგვიზიაროს მე-8 კლასის მოსწავლის ავთანდილ ჩანდიშვილის წარმატება. 

ის დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ტანვარჯიშის არენაზე, 17- წლამდე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატსა და ოლიმპიური ჩემპიონის რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის ტურნირზე ასპარეზობდა. 

მოსწავლემ უნარები წარმატებით წარმოაჩინა და 49 კგ წონით კატეგორიაში, ატაცსა და აკვრაში 1-ელი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლებს დაეუფლა.

„ვულოცავთ მას ამ დიდ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!“, - ასე ულოცავენ სკოლაში მოსწავლეს მიღწეულ შედეგს და ხარობენ მისი წარმატებით. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203