„საქართველოს კუთხეები“- ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
07-06-2024

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭითა და აქტიურობით გამოირჩევიან. 

სასწავლო წლის განმავლობაში, ისინი არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. ეს კი პროფესიონალ პედაგოგთა გუნდის დამსახურებაა. ამჯერად, მასწავლებელ თამთა ფაჩუაშვილის ხელმძღვენლობით, მოსწავლეებმა ღონისძიება - „საქართველოს კუთხეები“ გამართეს. 

შთამბეჭდავი აქტივობით დატვირთული ღონისძიებისთვის მოსწავლეები შესაბამისად გამოეწყვნენ, მათ სხვადასხვა კოსტუმი და ეროვნული სამოსი მოირგეს. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებმა ამა თუ იმ კუთხის შესახებ ისაუბრეს, აღსანიშნავია, რომ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სხვადასხვა ინსცენირება გამართეს. 

არაჩვეულებრივად ორგანიზებულმა ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა. 

„ნიჭის ზეიმი! თქვენ ხართ ჩემი საკუთარი ბედნიერება“,- წერს პედაგოგი თამთა ფაჩუაშვილი.

იხილეთ ვიდეოები:

















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203