ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით კი, სასწავლო პროცესს სხვადასხვა აქტივობით ამრავალფეროვნებენ. ამჯერად, იანეულის საჯარო სკოლის მე-7, მე-8, მე-9 კლასებისა და ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს ინტერგირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ.
მისი თემა იყო „თამარ მეფე და შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი“. გაკვეთილს ქართული ენისა დალიტერატურის მასწავლებელი - ნანა მგალობლიშვილი და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი- ზურაბ სიხარულიძე უძღვებოდნენ.
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ბუნებაში გავიდნენ და ცოდნა გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: