შორაპნის საჯარო სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლის - მარიამ მუმლაძის ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამას ადასტურებს სკოლაში გამართული მე-10ბ კლასის მოსწავლის - მარიამ მუმლაძის ნახატების პერსონალური გამოფენა.
მარიამი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრებით წარდგა დამთვალიერებლების წინაშე.
აღსანიშნავია, რომ ის დაინტერესებულია ხელოვნებით და თვითნასწავლი მხატვარია. ნამუშევრებში მოსწავლის შემოქმედებითი ხედვა მკვეთრად იყო გამოხატული.
გამოფენის ორგანიზებაში მოსწავლეს დაეხმარა ხელოვნების პედაგოგი ნინო ფიდიური.
მეათეკლასელის ნამუშევრები მოიწონეს და დადებითად შეაფასეს დამთვალიერებლებმა.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეებს ყოველთვის ახალისებს და მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: