
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
ამის მიზეზი კი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გახლდათ, რომელიც სკოლაში სასკოლო ღონისძიებით აღინიშნა. მას მაია ნანობაშვილი და ნონა ქემაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა იმღერეს, ქართული ცეკვები შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
მრავალფეროვანი ღონისძიება ფერადი კვამლითა და ფრანების გაშვებით დასრულდა. საზეიმო განწყობას კი შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: