
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა, რომ მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია კარგად შეისწავლონ.
ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. დღეს, მე-5 კლასის მოსწავლეთა 3 გუნდი - „ფენიქსი“, „არაგველები“ და „მუშვან ბოფშარ“ ერთმანეთს საქართველოს ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ.
თემატური კითხვებით გაჯერებულ ვიქტორინაში მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. მათ მთელი წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა შეაჯამეს და ქულები დააგროვეს. საბოლოოდ კი, პირველ ადგილზე „არაგველები“ გავიდნენ.
„6 ივნისია, ტემპერატურა 34 გრადუსია, მაგრამ მეხუთეკლასელები დაღლას არ იტყობენ. მადლობა ბავშვებო, ასეთი ჩართულობისთვის და დიდი მადლობა თქვენი კლასის ხელმძღვანელს და ისტორიის მასწავლებელს - მაიკო დუმბაძეს თემატურად დატვირთული ვიქტორინისთვის. ჩვენ გვიყვარს ლემშვენიერა საჯარო სკოლა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: