
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას და მათი ეკოცნობიერების ამაღლებას.
ამჯერად, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს სამოქალაქო განათლების კლუბი - „ცვლილებების პიკი“, საინტერესო ინიციატივებით შეუერთდა.
კლუბის ეგიდით, მოეწყო „ეკოქვიზები“, რომლებიც შეეხებოდა კლიმატის ცვლილებებს, განახლებადი ენერგიის წყაროებს, გაუტყეურებას, წყლის რესურსების ამოწურვას, გარემოს და ჰაერის დაბინძურებას.
ასევე, სკოლაში გაიმართა სამაგიდო თამაში - „ეკოქალაქი“, რომელშიც მონაწილეობდნენ X-XI კლასის მოსწავლეები, მათ თავიანთი როლი, დაბინძურებული ქალაქის გადარჩენაში, საკმაოდ კარგად შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები: