
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების განწყობაზე ზრუნვას და მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.
ცხადია სკოლაში აღნიშვნის გარეშე ვერ ჩაივლიდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ჩატარდა სასკოლო ღონისძიება, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მოეწყო „მხიარული სტარტები“, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის შემეცნებითი და გასართობი ეზოს თამაშები.
დღესასწაული აღსანიშნავად თითოეულმა კლასმა შექმნა პლაკატები და მათი სურვილები განათავსეს ნატვრის ხეზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ სახალისოდ ჩაიარა და ბავშვები დადებითად დაიმუხტნენ.
იხილეთ ფოტოები: