საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები გაიმართა
07-06-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში აქტიურად მუშაობს სამოქალაქო განათლების კლუბი, რომელი ზრუნავს მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებასა და მათი ცნობიერების ამაღლებაზე. 

6 ივნისს კი, სამოქალაქო განათლების კლუბის - „ცვლილებების პიკი“, ორგანიზებით პროექტის - „არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აკადემიის“, ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო-საგანამანთლებლო შეხვედრები  X-XI და VII-VIII კლასები მოსწავლეებთან შემდეგ საკითხებზე: 

1. არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა;

2. სოციალური ქსელების უსაფრთხოდ გამოყენება;

3. არასრულწლოვნების მიერ ინტერნეტსივრცეში მონაცემების გასაჯაროება;

4. პოლიციის თანამშრომლის მიერ ქუჩაში არასრულწლოვნის ფოტოგადაღება;

5. მონაცემთა სუბიექტი და მისი უფლებები;

6. მონაცემთა კანონიერი დამუშავება სკოლებში;

7. ვიდეო მონიტორინგი და აუდიო მონიტორინგი;

8. არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დაცვა. 

მოსწავლეებმა განიხილეს სხვადასხვა ქეისები და საკანონმდებლო დონეზე სამართლებრივი დოკუმენტები, კანონის უზენაესობის ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ვიდეო-რგოლები,  რომელიც არეგულირებს არასრულწოვანთა პერსონალური ინფორმაციის დაცვას ახალი კანონის საფუძველზე.  ბოლოს შეასრუელს მილაბის სახალისო ქვიზი

შეხვედრას უძღვებოდნენ: ირინა მიქავა, სამოქალაქო განათლების პედაგოგი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და მასწავლებლის მომზადების სამოქალაქო განათლების 60-კრედიტიანი პროგრამის სტუდენტი, ხატია სიხარულიძე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203