საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ეზოში მოსწავლეებმა „დაკიდული ბაღი“ მოაწყვეს
07-06-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას, მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებასა და ნარჩენების რაციონალურად გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. 

ამჯერად, პროექტის - Sos Plastic, ფარგლებში, ნარჩენების მართვის მიმართულებით ჩატარებული აქტივობის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოებამ, შეგროვებული პლასტმასის ბოთლებისგან და საყვავილეებისგან,  სკოლის ეზოში „დაკიდული ბაღი“ მოაწყვეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნამუშევარმა ძალიან გაალამაზა სკოლის ეზო, ასევე ისიც აღინიშნა, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ნარჩენებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.

აღსანიშნავია, რომ აქტივობას მასწავლებლები: ხატია რაზმაძე, ნათია კობალაძე და ნინო დევნოზაშვილი, ხელმძღვანელობდნენ. 

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საინტერესო ინიციატივისთვის. 

„მადლობა ჩვენს გუნდს აქტიურობისთვის და სასკოლო საზოგადოებაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებოლობის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203