
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
28 მაისს კი, სკოლაში გამოფენა-პრეზენტაცია მოეწყო, თემაზე - „კრეატიულობა და ფანტაზია“.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარდგენილი იყო მე-6 კლასის მოსწავლის მარიამ კურტანიძის ხელით შექმნილი დეკორატიული ნამუშევრები და შემოქმედებით 3D ფორმატის ალბომი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციას ესწრებოდა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე.
იხილეთ ფოტოები: