
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მოსწავლეების განწყობასა და მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. დირექცია და პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი და მათ ინტერესებს მორგებული.
ცხადია, აღნიშვნის გარეშე ვერ ჩაივლიდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეც, რომელსაც სკოლაში საინტერესო აქტივობით გაჯერებული სპორტული ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიება სპორტის მასწავლებლის - ალუდა ხაბულიანის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელშიც ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
სკოლის დირექციას დაწესებული ჰქონდა სიგელები და პრიზები სხვადასხვა ნომინაციაში, რაც ბავშვებისათვის სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მხატვრული ნომრებით გაალამაზეს მოსწავლეებმა და მასში წლევანდელი კურსდამთავრებულები და წიფერჩის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც სიამოვნებით მონაწილეობდნენ.
სკოლის მოსწავლეები და დირექცია მადლობას უხდიან მასწავლებელს, ამ ლამაზი დღისა და დაუვიწყარი ემოციებისთვის.
იხილეთ ფოტოები: