მოხისის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს
07-06-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად იაზრებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. გარემოსდაცვით დღესასწაულს ​მე-6 კლასელთა „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილი მიეძღვნა. სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნინო ჩაგელიშვილი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ადამიანების დაუდევრობაზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე, დასახეს მათი გადაჭრის გზები და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პრეზენტაციაზე გამოჩნდა მოსწავლეთა დავალებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის მუშაობა.

„მადლობა, პატარებო, გისურვებთ და ვისურვებთ ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებლის კრეატიულობა ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203