ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა „მოგზაურობა მათემატიკის სამყაროში“
07-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ.

ახლახან,  V-VI კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლიანა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს ღონისძიება თემაზე - „მოგზაურობა მათემატიკის სამყაროში“.

ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავსესაქცევი აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქვეყნები, რომლებშიც აღმოცენდა და განვითარდა მათემატიკა, ისაუბრეს ქართველ მათემატიკოსებსა და მათ მიღწევებზე.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მასწავლებელმა ეკატერინე ათაბაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203