
ირაკლი ბაზაძის სახელობის მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ესთეტიკური უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ტრადიციულად, სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო მეექვსე კლასის მოსწავლის - თამარ კუპრაშვილის ნახატების გამოფენა.
გამოფენაზე მოსწავლის მრავალფეროვანი ნამუშვრები გამოიფინა.
გამოფენა ხელოვნების მასწავლებლის - თეა გოგოლიძის და ბიბლიოთეკარის - აზა ჭიტაძის ხელმძღვანელობით მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ გამოფენას არაერთი დამთვალიერებელი სტუმრობს, ნამუშევრები კი დიდი მოწონებით სარგებლობს.
იხილეთ ფოტოები: