„საქართველო და დედაენა“ - ხონის N4 სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი შთამბეჭდავი ღონისძიება
07-06-2024

ხონის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

30 მაისს, სკოლაში გაიმართა პირველკლასელების გამოსაშვები ზეიმი სახელწოდებით - „საქართველო და დედაენა“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სასცენო უნარების, მეტყველების კულტურის, თანამშრომლობის უნარის, პატრიოტული გრძნობის ჩამოყალიბებას.

მოსწავლეებმა მოაწყვეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების ინსცენირება. ისაუბრეს მისი ბიოგრაფიის შესახებ. ღონისძიებაში პირველკლასელების გარდა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

იდეის ავტორი ელიზა ჩიხლაძე გახლავთ, ღონისძიების ორგანიზატორები კი - თამარ ბოჭორიშვილი, ანა მელქაძე, ნინო საღარეიშვილი.

საზეიმო გარემოზე იზრუნა პედაგოგმა - ია ტერელაძემ და მშობელმა თამარ ხარაბაძემ, ღონისძიება კი ქორეოგრაფიულად გააფორმა ნარგიზა აბსავამ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203