იხტილის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დააგვირგვინეს
07-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სკოლაში გატარებული პირველი წელი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული. 

სასწავლო წლის ბოლოს კი, პატარებმა პირველი კლასის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი ღონისძიებით იზეიმეს.

პირველკლასელებმა, მასწავლებელ გოჰარ თოროსიანთან ერთად დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს ანბანი, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი სანახაობა წარუდგინეს. 

დღე ემოციებით სავსე და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203