ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ელენე მოსიძემ დებატების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
07-06-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წარმატებას აღწევენ. 

4 ივნისს, ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა დებატკლუბის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ელენე მოსიძე პირველ ადგილზე გავიდა. ის დებატკლუბის აქტიური წევრი იყო და ბოლო შეხვედრაზე ლიზი ნამგალაძესთან და ელისაბედ ბლაგიძესთან გუნდურად იდებატა. გუნდმა სამი სადებატო ეტაპი გაიარა და პირველი ადგილი დაიკავა.

I ადგილი -ელენე მოსიძე;

II ადგილი -ანასტასია ბეჟანეიშვილი;

III ადგილი -ანანო შუშანიძე, ელენე ძნელაძე, ეკატერინე მახარაძე.

სკოლაში მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203