
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს პროექტებით სწავლება.
ახლახან, სკოლის მე- 9 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში განახორციელეს პროექტი - „უდიდესი აღმოჩენები“. პროექტი, რა თქმა უნდა, კავშირში იყო ფიზიკასთან.
პროექტის ბოლოს ფიზიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლებმა ერთობლივად დაგეგმეს ვიზიტი ტექნოლოგიურ მუზეუმში, სადაც მოსწავლეებს ჩაუტარდათ თემატური ექსკურსია და საგანმანათლებლო პროგრამა: განათების ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები.
მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, ტექნოლოგიურ მუზეუმში ვიზიტი კი მეტად შთამბეჭდავი და ინფორმაციული.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ფიზიკის მასწავლებელი ხათუნა უსტიაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: