
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში ხორციელდება.
ამჯერად, სკოლაში, მე-4 კლასის მოსწავლეთა ღონისძიება გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ წელს, მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. სწორედ ამიტომ, ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო. ზეიმზე, ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მეოთხეკლასელებმა პირველ პედაგოგს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეთა შემოქმედობითობით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
იხილეთ ფოტოები: