„სულ პატარები მოვედით, გავიზარდეთ და გავლაღდით“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს
07-06-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სიცოცხლე დუღს და ცხოვრება ჩქეფს, ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლებაც „ჰყვავის“.

ამის მაგალითია 5 ივნისს ჩატარებული მე-4(დამრიგებელი: ე.მეტრეველი) კლასის ღონისძიება - „სულ პატარები მოვედით, გავიზარდეთ და გავლაღდით“.

თვალხატულმა გოგო-ბიჭებმა ლექსთა თქმით, სიმღერათა მღერითა და ცეკვების ენით შთამბეჭდავად წარმოადგინეს 4 წლის ნაშრომი, ისაუბრეს საქართველოზე, დედაენაზე, სკოლაზე, დირექტორზე, დამრიგებელზე, პედაგოგებზე, მშობლებზე, ერთმანეთის სიყვარულზე. არ დაენანათ სამადლობელი სიტყვებიც მასწავლებლებზე - „გვიყვარხართ ჩვენთან გატარებული ოთხი წლის, თითოეული თვის, საათის, წუთისა და წამისთვის. თქვენ გვაზიარეთ ტკბილ ქართულს; თქვენით დავუმეგობრდით დახვეწილ ქართულ ანბანს; გვაზიარეთ შემოქმედებითობას და სწორედ თქვენი წყალობით ვართ, როგორებიც ვართ დღეს... თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ჩვენი სკოლის კედლებში აერთიანებს მოსწავლის ხვალინდელ დღეს“.  ბოლოს კი აღუთქვეს ყველას ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და აქტიური სასკოლო ცხოვრება საბაზო თუ საშუალო საფეხურზე.

„დრო არ ჩერდება, მუდამ წინ მიისწრაფის, დაიწყება ჩვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი. მივეშურებით ცხოვრებისეული სიძნელეების გადასალახად, სწავლის მწვერვალების დასაპყრობად და ბედნიერი საქართველოს ასაშენებლად!“,- ამ სიტყვებით დააგვირგვინეს ღონისძიება მე-4 კლასელებმა და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას დიდი შემართებით შეუდგნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203