რუსთავის N20 სკოლის პედაგოგები - ნელი ღოლიჯაშვილი და ალინა შალამბერიძე ფიზიკის მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
07-06-2024

რუსთავის N20 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლა-განათლებას არასდროს წყვეტენ და პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, მონაწილეობენ სხვადასხვა ტრენინგსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში  აზიარებენ ცოდნას და იზიარებენ კოლეგების საუკეთესო გამოცდილებას.

1 ივნისს, PTAGE-საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს  ფიზიკის მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია თემაზე - „თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები ფიზიკის სწავლებისას“.

ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (SANGU). პარტნიორები და მხარდამჭერები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, STEM ინოვატორთა ასოციაცია, გამომცემლობები: “დიოგენე“, „საქართველოს მაცნე“, „ინტელექტი“. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ რუსთავის N20 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელები - ნელი ღოლიჯაშვილი და ალინა შალამბერიძე. ნელი ღოლიჯაშვილმა ფიზიკის მასწავლებლებისთვის ჩაატარა ვორკშოპი, რომლის  თემა იყო: „plickers-ის გამოყენება ფიზიკის გაკვეთილებზე“.

მან მსმენელს გაუზიარა საკუთარი პედაგოგიური გამოცდილება გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.

ნელი ღოლიჯაშვილი კონფერენციის ორგანიზატორების მიერ დასახელდა საუკეთესო ვორკშოპის წამყვანად. ორგანიზატორებმა პედაგოგებს გადასცეს საჩუქრები და სერტიფიკატები.     

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203