საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-4 კლასელებმა გამოსაშვებ ღონისძიებაზე გოჩა ტყეშელაშვილს უმასპინძლეს 
13-06-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიებები გრძელდება.

დღეს, IV კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან მოსულიშვილი) გიმნაზიის მცირე საკონცერტო დარბაზში წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები.

მოსწავლეები კიდევ ერთხელ მოეფერნენ ადამიანის მთავარ ღირებულებებს ცხოვრებაში რწმენას, სამშობლოს, „დედაენას“...

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კლასში სწავლობენ ფერეიდნელი მოსწავლეებიც, რომლებიც ქართულ ენაზე შესანიშნავად მეტყველებენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის დირექცია, მოსწავლეთა მშობლები, ასევე, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი „ეტალონისა“ და izrune.ge-ს პროექტების ავტორი, მოსწავლის აღზრდა-განათლების საკითხებში ოჯახების ეფექტური ჩართულობის კვლევის და ხელშეწყობის სამეცნიერო-შემოქმედებითი გუნდის ხელმძღვანელი გოჩა ტყეშელაშვილი.

ბატონმა გოჩამ მოსწავლეებს მიულოცა დაწყებითი კლასების დასრულება და მისცა რჩევები.

ღონისძიების ბოლოს გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერმა - მაყვალა ანთაძემ მოსწავლეებს გადასცა სასკოლო ალბომები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203