„განათლების აქილევსის ქუსლი“ - ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა საინტერესო პროექტზე მუშაობს
07-06-2024

იმისთვის, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, მოწაფეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო სტატეგიას მიმართავენ.

„ხარისხიანი განათლება მდგრადი განვითარების მიზნებიდან მეოთხე ადგილს იკავებს და მნიშვნელოვანია მომავალი თაობების სწავლა-სწავლების მხრივ. ამ მიზნის მისაღწევად საგანმანათლებლო სისტემა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. სკოლებში ხარისხიანი განათლების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება და ხორციელდება მრავალი აქტივობა, მათ შორის პროექტები. განათლების ხელშეწყობას და მომავალი თაობების სწორ აღზრდას ემსახურება სწორედ ჩვენს სკოლაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც ამ ეტაპზე მოსწავლეთა თვითმმართველობა მუშაობს პროექტზე - „განათლების აქილევსის ქუსლი“ (პროექტის ხელმძღვანელი გვანცა გვანცელაძე და ფასილიტატორი  ლია ჩიხლაძე), რომელიც დაფინანსებულია ხონის ახალგაზრდული იდეის მიერ. პროცესი აქტიურ ფაზაშია. ამჯერად განხორციელდა პროექტის ფარგლებში გაწერილი რამოდენიმე აქტივობა:

  •  კვლევა; 

სასკოლო საზოგადოების, მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით;

  •  მონაცემთა ანალიზი;

პრეზენტაციის სახით მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემის მახასიათებლებზე.

აქტივობები მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

სკოლაში პროექტზე მომუშავე გუნდს წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203