ქუთაისის N37 სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ 
07-06-2024

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო პროექტზე იმუშავეს. 

სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ანამარია გოცაძე, ლიკა კუტალაძე, ლიზი ბებიაშვილი და გიორგი ბარდაველიძე (ხელ-ლი ნანა კენჭოშვილი) ჩაერთნენ eTwinning-ის პროექტში „women changing the world”, რომელშიც მონაწილეობდნენ თურქეთის, რუმინეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის სკოლების მოსწავლე-მასწავლებლები.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს შეესწავლათ იმ ქალთა ბიოგრაფიები და მოღვაწეობა, რომლებმაც წვლილი შეიტანეს თითოეული მონაწილე ქვეყნის განვითარებაში, განათლებასა და კულტურაში, მოპოვებული ინფორმაცია გაეზიარებინათ მათი მეგობრებისა და პროექტში მონაწილე სხვა პარტნიორი ქვეყნების მოსწავლეებისთვის.

ასევე პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, ცნობიერების ამაღლებას; ჩვენი კულტურული ისტორიისა და მსოფლიო კულტურული ელემენტების უნიკალური ელემენტების გაცნობას; მოსწავლეთა ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას; მოსწავლეების სოციალიზაციას სკოლაში ჩატარებული აქტივობებით და ციფრული წიგნიერების უნარების განვითარებას Web.2 ინსტრუმენტების გამოყენებით.

მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობისას ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს, განსაკუთრებული ინტერესით მუშაობდნენ ერთობლივ დავალებებზე. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვიდეორესურსები, პლაკატები, ბროშურები, სარეკლამო რგოლები.

ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203