
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
ახლახან, პედაგოგმა თამილა ჭაჭუამ მეორე კლასში ინტელექტუალური თამაში - „ყველაზე ჭკვიანი“ ჩაატარა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სასწავლო წლის მანძილზე ნასწავლი მასალის გამეორება-შეჯამებას. მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ თამაშში და ცდნა და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: