
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს, სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, Xა კლასის მოსწავლეებმა, ქიმიის შესწავლისას განახორციელეს პროექტი - “რძის პროდუქტების ქიმიური შედგენილობა და ტექნოლოგია”.
მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. მათ ყველი საკუთარი ხელით დაამზადეს.
პროექტი მოსწავლეებს პედაგოგი გურანდა დანელიამ შესთავაზა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით ანებივრებს.
იხილეთ ფოტოები: